A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ნა ნე ნი ნო ნუ
ნიზ ნიმ ნინ ნიპ ნის ნიუ ნიჰ

ნიზამი განჯელი (1141-1203)

ილიას იბნ იუსუფ ოღლი გენიალური აზერბაიჯანელი პოეტი-მოაზროვნე.

ნიზამი განჯელის მამა ოსტატი (ხელოსანი) იყო. მან დედის დიდი ზრუნვის შედეგად საუკეთესო განათლება მიიღო. მთელი ცხოვრება გაატარა და გარდაიცვალა ქალაქ განჯაში, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად ითვლებოდა. ნიზამი განჯელმა სრულყოფილად შეისწავლა ასტრონომია, მათემატიკა, მედიცინა, თეოლოგია, ანტიკური ფილოსოფია, ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ეპოქაში, როცა აზერბაიჯანში გაბატონებული იყო მკაცრი ფეოდალური წყობილება, ეს იყო ველური თავხედობისა და აღვირახსნილობის, რელიგიური ფანატიზმის ძალადობის ხანა. ნიზამი დაკავშირებული იყო საიდუმლო საზოგადოება „ახისთან“, რომელიც აერთიანებდა ქალაქის ხელოსნებს, ფეოდალური თვითნებობისაგან თავიანთი ინტერესების დაცვის მიზნით. ნიზამი ლიტერატურულ ნაწარმოებებში („ყასიდებსა და მაზედებში“) გამოხატავდა უკმაყოფილებას სოციალური უსამართლობისადმი, წერდა ფეოდალური წყობილების პირობებში ადამიანის მწარე განსაცდელზე. მსოფლიო აღიარება დაიმსახურა მისმა „ხამსემ“ („ხუთეული“), რომელიც ხუთი რომანტიკული პოემისაგან შედგება და შეიცავს 30 000 ბეტისს (ორსტრიქონიანი ლექსი).

ნიზამიმ მთელი თავისი შემოქმედება და პირადი ცხოვრება ხალხს დაუკავშირა.

პოეტმა უარყო ხელისუფალთა წინადადება, ეცხოვრა და ემსახურა მათ სასახლეებში ფუფუნებასა და ხელგაშლილ პირობებში. მან სიღარიბე და გაჭირვება ამჯობინა და თავისი დიდი ტალანტი მიუძღვნა მშრომელ, გაჭირვებულ ხალხს. 1179 წელს ნიზამი განჯელმა დაასრულა პირველი პოემა „ საიდუმლოებათა საუნჯე“, რომელშიც ხმა აღიმაღლა ველური ჩაგვრისა და დესპოტიზმის წინააღმდეგ. ის მკაცრად ამხელდა ფეოდალებს, ძლიერებს მოუწოდებდა სამართლიანობისა და ჰუმანიზმისაკენ, მაღალ შეფასებას აძლევდა კეთილშობილურ, პატიოსან შრომას. „საიდუმლოებათა საუნჯეში“ აისახა მისი ადრეული შემოქმედებისათვის დამახასიათებელი რელიგიურ-მისტიკური განწყობა. ნიზამი თავის დარიგებებში უსამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს აფრთხილებს ღვთის მკაცრი განკითხვით და მოითხოვს სამართლიან სამსახურს.

1180 წელს ნიზამი განჯელმა დაამთავრა მეორე პოემა „ხოსროვი და შირინი“, რომელშიც აღწერილია სახალხო გმირის ქვის ოსტატის – ფარხადის სახე, რომელიც ხელობას ჩინეთში დაეუფლა. ნიზამის ყურადრების ცენტრშია პიროვნება, ადამიანთა გრძნობები, განცდები. აქ გენიალურმა ნიზამიმ უმღერა ქალის უმანკო სიყვარულის გამარჯვებას, რომელიც მას შთააგონებს ადამიანთა ბედნიერებისათვის თავდადებას.

1188 წელს პოეტმა დაწერა გმირული პოემა „ლეილი და მეჯნუნი“, რომელშიც ასახულია ლეილისა და მეჯნუნის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9