A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ნა ნე ნი ნო ნუ
ნიზ ნიმ ნინ ნიპ ნის ნიუ ნიჰ

ნიმფა

მითოლ.
ბერძნ. საპატარძლო
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერია) ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი[3]. ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირების მსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსი, ამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა LI ჰიმნი.
წყარო: ვიკიპედია ნიმფები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9