A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ოპე ოპო ოპტ ოპუ

ოპოზიცია

ინგლ. opposition
გერმ. opposition
ფრანგ. opposition
ლათ. oppositio დაპირისპირება, შეკამათება, შედავება
1. საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ხალხის ჯგუფი, სოციალური ჯგუფები, პარტიები ან ორგანიზაციები, რომლებიც გაბატონებული უმრავლესობის პოლიტიკური და პრაქტიკული შეხედულებების საწინაარმდეგო ქმედების, დაპირისპირების, წინააღმდეგობის საკუთარ ხაზს ატარებენ.
2. ერთი საპირისპირო შეხედულებებისა და პოლიტიკის მეორისადმი დაპირისპირების პროცესი. ო.-ის არსებობა დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა და მის იდეურ-პოლიტიკურ შემწყნარებლობაზე, პლურალიზმზე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობასა და ა.შ. მეტყველებს. ეს არის საშუალება, საზოგადოება და სახელმწიფო დაზღვეული იყოს უკონტროლობისა და ცალმხრივი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. შემთხვევითი არ არის, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ო. დაშვებული არ არის და მკაცრად ჩაიხშობა. ფორმის სახისა და ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საქმიან, დეკონსტრუქციულ, ლოიალურ, დამანგრეველ, კომპრომისისათვის მზადმყოფ, ზომიერ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო, შიდაპარტიულ და სხვ. ო.-ს. უფრო ხშირად ო. სოციალურ-პოლიტიკურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოში გარკვეული უფლებები აქვს და მისი აზრი, ასე თუ ისე, უმრავლესობის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს (მაგ., პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის აზრის გათვალისწინება).
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9