A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ორა ორგ ორდ ორი ორკ ორნ ორპ ორფ

ორფეოსი

მითიური მომღერალი და ავტორი მისტიური ჰიმნებისა (ე.წ. "ორფიკული ჰიმნები"), მუზა კალიოპესა და თრაკიის მეფის ეაგრეს ვაჟი, ევრიდიკეს მეუღლე. მითის მიხედვით ევრიდიკე გველმა დაგესლა და მოკლა. მეუღლეს დანატრებული ორფეოსი 100 ჰადესში ჩავიდა, რათა უკან დაებრუნებინა იგი. თავისი ჯადოსნური ჰანგებით მან გული მოულბო ერინიებს, მოაჯადოვა კერბერი და პერსეფონემდე მიაღწია. საიქიოს დედოფალი დათანხმდა, მიწაზე დაებრუნებინა ევრიდიკე, ოღონდ იმ პირობით, რომ ორფეოსი ერთხელაც არ შეავლებდა თვალს საყვარელი მეუღლის აჩრდილს, ვიდრე მზის ნათელს არ იხილავდნენ ორივენი. მაგრამ მომღერალს სულმა წასძლია, დაარღვია აღთქმა და, ამრიგად, სამუდამოდ დაჰკარგა მეუღლე. ორფეოსი დაიღუპა დიონისეს მხლებელი ქალების - მენადების ხელით.
წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9