A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პეა პედ პევ პეი პელ პენ პეო პეპ პერ პეს პეტ

პელოპონესის ომი

ძველი საბრძნეთის ისტორიაში უდიდესი ომი (ძვ.წ. 431-404 ბერძნულ პოლისთა კავშირებს შორის. ერთმანეთს ებრძოდნენ დელოსის კავშირი (სათავეში ედგა ათენი) და პელოპონესის კავშირი (სათავეში ედგა სპარტა). პელოპონესის ომმა მოიცვა საბერძნეთის დიდი ნაწილი და სამხრეთ იტალიისა და სიცილიის ბერძნული ქალაქები. 404 წელს ზღვიდან და ხმელეთიდან ბლოკირებულმა ათენმა კაპიტულაცია გამოაცხადა.

საზავო ხელშეკრულებით დელოსის კავშირი დაიშალა, ათენმა სპარტას მთელი თავისი ფლოტი გადასცა სანაპიროს დაცვის 12 ხომალდის გარდა. საბერძნეთში სპარტის ჰეგემონია დამყარდა.

წყარო: ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9