A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პოე პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტიკა

ბერძნ. politika
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ხელისუფლების განხორციელების ძირითადი პრინციპები, ნორმები და მიმართულება (უფრო ფართო გაგებით - მთლიანი მოღვაწეობა).
2. საზოგადოებრივი (ეკონომიკური, სოციალური და სულიერი) ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი სფერო, რომელიც დაკავშირბულია სოციალური სუბიექტების ურთიერთობებთან, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ხელისუფლების ფუნქციონირებასა და შეცვლასთან. პ.-ის გაგების წარმოშობას, ჩვეულებრივ, არისტოტელეს ნაშრომის სახელწოდებას - „პოლიტიკას“ უკავშირებენ, რომელშიც იგისახელმწიფოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციისა და მოღვაწეობის საკითხებს იხილავს. მას შემდეგ პ-ს სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ერთი რამ უდავოა, პ. ფართო, რთული, მრავალწახნაგოვანი და მრავალსაფეხურიანი მოვლენაა; რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელებასა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება გამოვყოთ მისი შემადგენელი შემდეგი სტრუქტურული ელემენტები: ა) პოლიტიკური ინტერესები, მიზნები და მიზანდასახულობანი; ბ) პოლიტიკური კავშირები, მოქმედებები და ურთიერთობები; გ) საზოგადოების, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და გაერთიანებების პოლიტიკური ორგანიზაცია; დ) პოლიტიკური ცნობიერება, როგორც სუბიექტების მიერ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გათვითცნობიერება; ე) პრაქტიკული პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია შემუშავებული პოლიტიკური ხაზის რეალიზაციისა და გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მოკლედ, რომ ვთქავათ საჭიროა განვასხვავოთ პ. და პოლიტიკური ცნობიერება, პ. და პოლიტიკური პრაქტიკა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც პ-ს უფრო ფართო გაგება აქვს, ერთიცა და მეორეც პ-შია გაერთიანებული. პ. თავისი მოქმედების სფეროს მიხედვით იყოფა საშინაო (შიდასახელმწიფოებრივ) და საგარეო (სახელმწიფოთაშორის, საერთაშორისო, მსოფლიო) პ-დ.
 
რეალური პოლიტიკა
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9