ინგლ. practiceგერმ. Praktikლათ. practicaბერძნ. praktike – პრაქტიკული მნიშვნელობა, უნარი 1. მატერიალურ სამყაროზე უშუალო ზეგავლენის მქონე ადამიანის საქმიანობა, რომლის შედეგად იცვლება გარემო, აგრეთვე რაიმეს ცხოვრებაში გამოყენებისკენ მიმართული საქმიანობა;
2. რაიმე სამუშაოს ჩვეულებრივი საშუალებები, ხერხები, შრომითი ჩვევა;
3. თეორიული გზით მიღებული ცოდნის გამოყენება, შემოწმება;
4. გამოცდილების, ჩვევების შესაძენად სპეციალობით მუშაობა, სწავლა;
5. ექიმის ან იურისტის სპეციალობით მუშაობა.
წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]