ფრანგ. raccourcir – შემოკლება, შეკვეცა 1. მხატვრობაში: ფიგურების, საგნების გამოსახვა პერსპექტივაში, მაყურებლისაგან დაშორებული ნაწილების დაპატარავებით. 2. კინოგადაღებაში: ოპერატორული ხერხი - ობიექტის გამოსახვა მხედველობის სხვადასხვა წერტილიდან როგორც მოძრავი, ისე უძრავი კამერით.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]