A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რეჩ

რეფერენდუმი

სახელმწიფო ცხოვრებისათვის გადამწყევტი მნიშვნელობის საკითხზე მოწყობილი საერთო სახალხო კენჭისყრა. არსებობს რ-ის სხვადასხვა ფორმა. საკანონმდებლო რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანი ხდება კანონის პროექტი. კონსტიტუციური რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანია მთელი კონსტიტუცია ან ცვლილება მასში. დაბოლოს, შეიძლება არსებობდეს ე.წ. კონსულტატიური რ., რომელიც პრინციპში, საზოგადოებრივი აზრის გაგებას გულისხმობს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე. რ-ებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახე და ფორმა აქვს, რაც განისაზღვრება როგორც ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციით, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით. ყველა შემთხვევაში რ-ის გამართვა ასუსტებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების როლს, არსებითი ზეგავლენა იქონიონ პოლიტიკური კურსის ფორმირებაზე, თუმცა, თავად რ. მეორე შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პრეზიდენტის ან საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის ინიციატივით. რ-ის მოწყობას აქვს როგორც დადებითი (პოლიტიკოსები უფრო გულისხმიერნი ხდებიან ამომრჩეველთა განწყობის მიმართ), ასევე უარყოფითი მხარეები (ხშირი რ-ით მოსახლეობის „გადაღლიდან“ დაწყებული, დასრულებული იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ერკვევა პრობლემებში და შეიძლება მხარი დაუჭიროს პოლარულად საპირისპირო თვალსაზრისებს).
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9