A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რობ როდ რომ

რომეო და ჯულიეტა

შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ მართებულად ითვლება სიყვარულის უძლეველობის, მარადიულობის სიმბოლოდ. ახალგაზრდა მიჯნურთა ტრაგედია, თვით გმირების მიერ ღრმად გააზრებული და გაცნობიერებული სულიერი ტანჯვა არ არის. ის გარეგანი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის და ეღობება დიდ სიყვარულს, მათში არ წარმოშობენ მძიმე სულიერ მარტოობის განცდას. „რომეო და ჯულიეტა“ ითვლება შექსპირის ყველაზე უფრო „ოპტიმისტურ ტრაგედიად“.

შექსპირის შემოქმედება ინგლისური რენესანსის ლიტერატურული მწვერვალია. მისი თუნდაც „ჰამლეტი“ ყველაზე სრულად, ამომწურავად გამოხატავს ჰუმანიზმს და, ამდენად, მთელი ევროპული ჰუმანიზმის გვიანდელ ფაზას.

შექსპირი ჰამლეტს წარმოგვიდგენს ადამიანად, რომელიც ცხოვრების კანონზომიერებებს ეძებს და ცდილობს, ჩაწვდეს მას: „ყოფნა – არყოფნა, საკითხავი სწორედ ეს არის“. სწორედ მოვლენათა სიღრმეებში ჩახედვის ეს უნარი ბოჭავს ჰამლეტს, საშუალებას არ აძლევს მას გულისთქმას აჰყვეს და ბოროტმოქმედი დასაჯოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ იგი აქტიური, აბსტრაქტული ნებისყოფის ადამიანია, რომელსაც მხოლოდ თავისი ეჭვების სისწორეში დარწმუნება სჭირდება, რათა მაშინვე თავი ანებოს ყოყმანს და შური იძიოს. ჰამლეტის ყოყმანი და პასიურობა მისი ხასიათის ორგანულ ნაწილად ქცეულა. მას იმდენად ღრმად ესმის ამქვეყნიური ბოროტების ჭეშმარიტი მიზეზები, რომ ლაერტივით არ გაგულისდება და დაშნის ქნევას არ დაიწყებს.

ოფელია უდანაშაულო მსხვერპლია. მას გულწრფელად უყვარს ჰამლეტი, ისევე გულწრფელად, როგორც თავის ძმა – ლაერტი და მამა – პოლონიუსი. ჰამლეტსაც უყვარს ოფელია – ნაზი, მგრძნობიარე, სათნო. მაგრამ ოფელიას, ამავე დროს, აკლია ჯულიეტას მგზნებარება და არც უნარი შესწევს, ჰორაციოსავით ბოლომდე შეიგრძნოს ჰამლეტის სამყარო. მოსიყვარულე, კეთილი და გულუბრყვილო ოფელია მამამისისა და კლავდიუსის უნებლიე თანამოაზრე ხდება. მას არც როზალინდას გონებამახვილობა გააჩნია, არც პორციას („ვენეციელი ვაჭარი“) ინტელექტი და არც ორივეს გამბედაობა, რომ იგრძნოს, გამოიცნოს ჰამლეტის „სიგიჟის“ მოჩვენებითობა, მიუხვდეს უფლისწულს, იბრძოლოს საკუთარი უფლებებისათვის, სიყვარულისათვის. ჰამლეტს ხიბლავს ოფელიას კდემამოსილება, მაგრამ ზარავს მისი პასიური გათქვეფა პოლინიუსებსა და კლავდიუსებში. დედამისის საქციელით გამოწვეული უნდობლობაც, საერთოდ ქალის სუსტი, მერყევი ბუნებისადმი, მას, ბუნებრივია, ოფელიაზე გადააქვს.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9