A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
საა საბ საგ საე საკ სალ სამ სან საპ საჟ სარ სას სატ საფ საქ საყ საჩ სახ საჯ

სამოქალაქო საზოგადოება

პიროვნებების, სპონტანური თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული ასოციაციებისა და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევის და თვითნებური რეგლამენტაციისაგან.
ეს ტერმინი ხშირად გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლიობას. ეს მისი ყველაზე უფრო ვიწრო გაგებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 1990-იანი წლებიდან გავრცელდა. პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში მიღებულია უფრო ფართო განსაზღვრება. ამ განსაზღვრებით, სამოქალაქო საზოგადოება განსხვავდება "ბუნებითი საზოგადოებისაგან", სადაც ადამიანები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ. საზოგადოების "სამოქალაქო“ ხასიათი ამ გაგებით უკავშირდება იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ადამიანები ნებაყოფლობით უწესებენ თავს, რათა მათი ცხოვრება უფრო უსაფრთხო და პროდუქტიული, მოუთოკავი ძალადობისაგან თავისუფალი, სხვა სიტყვებით, ცივილიზებული იყოს. ასეთი გაგებით, სამოქალაქო საზოგადოების ცნება ახლოს დგას ლიბერალური სახელმწიფოს ცნებასთან, რომელიც "საზოგადოებრივი ხელშეკრულების“, ანუ ადამიანთა ნებაყოფლობითი შეთანხმების პრინციპზეა აგებული.
წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9