A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
საა საბ საგ საე საკ სალ სამ სან საპ საჟ სარ სას სატ საფ საქ საყ საჩ სახ საჯ

საჯარო პოლიტიკა

საჯარო პოლიტიკა შესაძლებელია განიმარტოს, როგორც:
1. პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება საზოგადოების სახელით, პრაქტიკაში რეალიზაციას პოულობს საჯარო სამართლებრივი კანონდებლობისა და რეგულაციების გზით, ხოლო მისი აღსრულებით საჯარო ადმინისტრაციაა დაკავებული;
2. სამთავრობო გადაწყვეტილება. მთავრობა მუდმივად დაკავებულია იმაზე ფიქრით, რაზე მოახდინოს რეაგირება და რაზე არა. შესაბამისად, ყველაფერი ის, რასაც, მთავრობა აკეთებს ან არ აკეთებს, შესაძლებელია მოვიაზროთ როგორც საჯარო პოლიტიკა;
3. სამთავრობო დოქტრინებისა და გადაწყვეტილებების განხორციელება. სამთავრობო დოქტრინა ეფუძნება იდეოლოგიას, საზოგადოებრივი მოწყობისა და მართვის პოლიტიკურ რწმენების ერთობლიობას და აერთიანებს საზოგადოებრივი ცხოვრების საუკეთესო მოწყობისა და მართვის გზების შესახებ ჩამოყალიბებული და შეთანხმებული კოლექტიური იდეების ნაკრებს. შეერთებულ შტატებში სამთავრობო დოქტრინა ეფუძნება რესპუბლიკანიზმის იდეებს.

თანამედროვე დემოკრატიული პროცესის უმთავრესი არსი ისაა, რომ შეარჩიოს ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო პოლიტიკას და იღებენ გადაწყვეტილებებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოების გათვალისწინებით და სახელით, რომელიც მოქმედებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. არჩევნებისა და თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის შერჩევის გარეშე, საჯარო პოლიტიკა შეუძლებელია იყოს დემოკრატიული. საარჩევნო კამპანიის წარმოების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა გზები იქნა გამოყენებული არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად და რა ნეგატიური სარეკლამო კამპანიაც არ უნდა იყოს ნაწარმოები, აღმასრულებელი ხელისუფლებაში დანიშნული პირები, მას შემდეგ რაც იკავებენ თანამდებობას, მოქმედებენ და აწარმოებენ საჯარო პოლიტიკას კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის პირობებში. იგივე შეიძლება ითქვას არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს წევრებზეც, რომელთა საქმიანობის მთავარი სამიზნე უკვე ხდება არსებულ საკანონდებლო ჩარჩოების ფარგლებში დაეთანხმოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს ამა თუ იმ პოლიტიკას. შესაბამისად, არჩევნები და თანამდებობაზე პირების შერჩევა ის აუცილებელი რიტუალია, რომელიც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საჯაროდ გაცხადებულ პოლიტიკის კურსებს ანიჭებს ლეგიტიმაციას და მოსახლეობის თვალში ზრდის გაზიარების შესაძლებლობას.

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9