A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
სიგ სიდ სილ სიმ სინ სიპ სირ სის სიტ სიუ

სიმფონია

  1. მუს.
    ბერძნ. symphōnia
    1. დიდი მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის; ჩვეულებრივ შედგება სამი ან ოთხი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მუსიკის ხასიათითა და ტემპით.
    2. ბგერათა ჰარმონიული შეხამება; თანაჟღერა.
    3. რაიმე ნაწარმოების ტექსტში ნახმარ სიტყვათა სრული სია; კონკორდანსი.
    წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
  2. ბერძნ. Symphonia - თანაჟღერა, syn - ერთად და phone - ბგერა
    სონატურ-ციკლური ფორმის მუს. ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფ. ორკესტრისათვის. ს. სიმფ. მუსიკის უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. ჩვეულებრივ ს. შედგება 4 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი სონატური-ალეგროს ფორმით; მეორე ნაწილი-ლირიკული; მესამე-მენუეტი ან სკერცო, მეოთხე-ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო - საცეკვაო თემებით. ს. საკრავიერი მუსიკის უმაღლესი ფორმაა. ტერმინმა ს-მ დღევანდელი მნიშვნელობა მიიღო მხოლოდ XVIII ს-ში. ძვ. საბერძნეთში იგი აღნიშნავდა გარკვეულ ტერმინალებს, საკრავებს, მოგვიანებით დას. ევროპაში-კონსონანსს, სიმღერას, საზოგადოდ მუსიკას; მხოლოდ XVI ს-ში დაიწყეს მისი გამოყენება ზოგიერთი ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოების აღსანიშნავად. XVII ს. დასაწყისიდან ს-ს უფრო ხშირად უწოდებდნენ სიუიტის, კანტატისა და განსაკუთრებით ოპერის საკრავიერ შესავალს. კლასიკური ს-ის მომზადების ერთგვარი საფეხური იყო ვენეციური და განსაკუთრებით ნეაპოლური საოპერო ს-ბის (ა. სკარლატი, ნ. პორპორა, ჯ. ბ. პერგოლეზი, ჯ. ბ. სამარტინი და სხვ.). ე.ი. ოპერების საორკესტრო შესავლები. ამ ნაწარმოებთა პირველ ნაწილში უკვე გვხვდება სონატური ფორმის ჩანასახები. XVIII ს-ში ს. გამოეყო ოპერას, როგორც დამოუკიდებელი საკონცერტო ჟანრი. ს-ის ფორმირების მნ. ეტაპი დაკავშირებულია მანჰაიმის (ბავარია) სკოლის კომპოზიტორთა (ი. სტამიცი, ფ. რიხტერი, ი. კანაბიხი და სხვ.) მოღვაწეობასთან. ს-ს ქმნიდნენ აგრეთვე იტალ., ავსტრ., ფრანგი კომპოზიტორები. ჩამოყალიბდა ს-ის ოთხნაწილიანი სტრუქტურა. XVIII ს. შუა წლებში ს-ის შემადგენლობაში შევიდა მენუეტი. XIX ს-ში სკერცო. ს-ის სრულყოფილი ნიმუშები შექმნეს ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა: ჰაიდნმა (104), მოცარტმა (49), ბეთჰოვენმა (9). რომანტიკოსმა კომპოზიტორებმა შეინარჩუნეს ოთხნაწილიანი ციკლის ტრადიციული სქემა, მაგრამ მასში ახ. ლირ. შინაარსი შეიტანეს. ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს ფ. შუბერტის „დაუმთავრებელი სიმფონია“ სი მინორი (ავტორია 8 ს-ის). ამ ხაზმა გაგრძელება პოვა ფ. მენდელსონ- ბართოლდის ს-ებში. რომანტ. კომპ-ის ს-თვის დამახასიათებელია პროგრამულობა: ბერლიოზის ნოვატორული „ფანტასტიკური სიმფონია“ (ავტორია 4 ს-ისა); მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიმფ. ჟანრს ლისტის („ფაუსტი“ და „დანტე“), ბრამსის (4), შუმანის (4), დვორჟაკის (9), ბრუკნერის (9), სენ სანსის (3), მალერის (9), ონეგერის (5), ბოროდინის (2), პ. ჩაიკოვსკის (6, აგრეთვე პროგრამული ს. „მანფრედი“), გლაზუნოვის (8), სკრიაბინის (3), რახმანინოვის (3), მიასკოვსკის (27), პროკოფიევის (7) ხაჩატურიანის (3), შოსტაკოვიჩის (15) შემოქმედებაში.
    ქართ. კომპ-გან პირველი ს-ის ავტორია დ. არაყიშვილი (1932), ხოლო ფუძემდებლური ნაწ. შექმნეს ა. ბალანჩივაძემ (5) და შ. მშველიძემ (6). მნ. ს-ები შექმნეს აგრეთვე: ა. მაჭავარიანმა (6), ო. თაქთაქიშვილმა (2), ს. ცინცაძემ (4), დ. თორაძემ (2), ს. ნასიძემ (7), გ. ყანჩელმა (7), ფ. ღლონტმა (11), ნ. სვანიძემ და სხვ.
    იხ. აგრეთვე: მუსიკა
    წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9