A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ცა ცე ცვ ცი ცო ცქ
ცეზ ცეკ ცელ ცენ ცეპ ცერ

ცენტრი

ლათ. centrum
1. (მათემ., ფიზ.). რაიმე ღერძების, ხაზების გადაკვეთის წერტილი ფიგურაში; რაიმე ფარდობათა თავმოყრის წერტილი სხეულში.
2. რისამე შუა ნაწილი, შუაგული.
3. ადგილი, სადაც თავმოყრილია რაიმე საქმიანობა, რისამე ხელმძღვანელობა, მმართველობა.
4. ქალაქი, დიდი დასახლებული პუნქტი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული, სამრეწველო, კულტურული და სხვა მნიშვნელობა რაიმე ადგილისათვის, ქვეყნისათვის და ა.შ.
5. უმაღლესი ორგანო (ან ორგანოები), რაც რაიმე საქმიანობას ხელმძღვანელობს, წარმართავს.
6. ზოგი ისეთი დაწესებულების ან განყოფილების სახელწოდების შემადგენელი ნაწილი, რომელიც რასმე განაგებს. მაგ.,სატელევიზიო ცენტრი. გამოთვლითი ცენტრი.
7. (ფიზიოლ.). ჯგუფი ნერვული უჯრედებისა, რომლებიც ორგანიზმსა ამა თუ იმ ფუნქციას აწესრიგებენ.
8. ბურჟუაზიულ პარლამენტში: მემარჯვენეთა და მემარცხენეთა შორის არსებული შუალედური ბურჟუაზიული პარტიების, ჯგუფების სახელწოდება. სიმძიმის ცენტრი - რისამე არსი; მთავარი რამ.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9