ჩინეთის ლიდერი 1945 წლიდან, ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი. 17 წლის ასაკში შევიდა სკოლაში, მაგრამ მალე თავი დაანება სწავლას. მონაწილეობდა სინჰაის რევოლუციაში (1911—1913). 1918 წ ქ. ჩანშას პედაგოგიურ სასწავლებელში შევიდა. თავდაპირველად ის გონებრივი შრომის ადამიანის კარიერაზე ოცნებობდა. უყვარდა წიგნები დიდ ადამიანებზე. მისი იდეალი იყო ნაპოლეონი. ახალგაზრდობისას მერყევი იყო. მონაწილეობა მიიღო ჩკპ-ს და მისი შეიარაღების ძალების შექმნაში.