A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

წა წი წმ წყ
წმ. წმი

წმ. მეფე თამარი (1160-1210)

მეფე თამარი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურების, ეკლესიის კეთილმსახურებისა და სიქველისათვის წმინდანად შერაცხა, პირველი ქალი იყო საქართველოს სამეფო ტახტზე. თამარის მამას, მეფე გიორგი III-ს, ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ მან ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში 1178 წელს თანამოსაყდრედ (თანამეფედ) თამარი დაიყენა. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და თამარი ერთპიროვნული მმართველი გახდა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გადაჭიმული ქვეყნისა. თამარი იყო ქვრივთა, ობოლთა და დავრდომილთა „განმკითხავი“, ანუ მათზე მზრუნველი. სამეფოს მთელი შემოსავლის 10% („ყოვლისა ნაათალი“) მისი მეფობის დროს გლახაკთათვის გაიცემოდა. როგორც კი სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფლდებოდა, მაშინვე ხელსაქმეს მიეცემოდა - რთავდა ან კერავდა და საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაკერს ხუცესებს და გლახაკებს ურიგებდა. საქართველოს ეკლესიამ მეფე თამარი წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 1 (14) მაისი.
წყარო: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9