A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაე ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰაუ

ჰაუპტმანი გერჰარტ (1862-1946)

გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1912). XIX საუკუნის 80-იან წლებში ლექსებით გამოვიდა ლიტერატურის ასპარეზზე.

მის პირველ მოთხრობებში უკვე შეიმჩნეოდა ნატურალისტური ტენდენციები. სახელი გაითქვა დრამით "მზის ამოსვლის წინ" (1889), რომლის თემა - ბურჟუაზიული ოჯახის რღვევა - მის არაერთ ნაწარმოებში დამკვიდრდა ("დაზავების ზეიმი", 1890; "მარტოხელანი", 1891). ჰაუპტმანი მიჩნეული იყო გერმანული ნატურალიზმის მეთავედ, თუმცა მის შემოქმედებაში თვალსაჩინოა რეალისტური ელემენტებიც, აგრეთვე პესიმისტური ინტონაცია. თემისა და სტილის მხრივ ნოვატორულად აღიარეს მისი დრამა "ფეიქრები" (1892). ჰაუპტმანმა მრავალ ჟანრში სცადა კალამი, წერდა ლექსებს, კომედიებს, დრამებს, ზღაპრებს; აღსანიშნავია ისტორიული ტრაგედია "ფლორიან გაიერი" (1896). I მსოფლიო ომის დროს პაციფისტის პოზიცია ეკავა; ამ პერიოდში ისტორიული და მითოლოგიური თემებით გატაცებასთან ერთად გადაიხარა ირაციონალიზმისკენ (დრამები "ზამთრის ბალადა", 1917; "თეთრი მხსნელი", 1920; რომანი "გიჟი ქრისტეისითა - ემანუელ კვინტი", 1910 და სხვები), ფაშიზმის წლებში დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი "ჩემი სიჭაბუკის თავგადასავალი" (ტ. 1-2, 1937), დრამატული ტეტრალოგია ბერძნული ლეგენდის სიუჟეტზე (1941-1944); ნაციზმისადმი მტრული განწყობილება გამოჩნდა მის პოემაში "დიდი სიზმარი" (1942-1943). სიკვდილის წინ 1945 წელს, აირჩიეს "კულტურბუნდის" საპატიო პრეზიდენტად.

იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ვიკიპედია გერჰარტ ჰაუპტმანი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9