A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
და დი
და დამ

დამატება

წინადადების წევრი, რომელიც გამოხატავს სამოქმედო საგანს,ე.ი. ისეთ საგანს, რომელზედაც მოქმედებენ, რომლისთვისაც მოქმედებენ რომლითაც მოქმედებენ და სხვ.
 
მაგ.: ტოროლამ ნისკარტით ამოგლიჯა რამდენიმე ბალახი.
აქ ორი დამატებაა - ბალახი და ნისკარტით. პირველი სამოქმედო საგანს აღნიშნავს, მეორე კი ისეთ საგანს, რომლითაც მოქმედება შესრულდა.
დამატება ჩვეულებრივ შემასმენელს ახლავს და არსებითი სახელით ან ნაცვალსახელით გადმოიცემა. მისი ბრუნვებია: სახელობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი.
დამატება შეიძლება იყოს უთანდებულოც და თანდებულიანიც.
დამატების კითხვებია: ვინ? რა? ვის? რას? რაზე? რაში? ვისთვის? რისთვის? რით? ვისთან (ან რასთან) ერთად? და სხვ.
იხ. აგრეთვე: გრამატიკა
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ დამატება
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9