[ორ ან რამდენიმე პირს შორის საუბარი]
დიალოგის მონაწილე ყოველი პირის ნათქვამი იწყება ახალი სტრიქონით, წინ ტირე იწერება და ბრჭყალებში არ ჩაისმის. ავტორის სიტყვები შეიძლება ახლდეს და შეიძლება - არა.
- დედა!
- რა გინდა, შვილო?
- მიამბე რამე!
- რა გიამბო, დედა გენაცვალოს, რა უფრო გესიამოვნება?
- ზღაპარი, არაკი... ერთი სიტყვით, რაც გსურდეს.
დიალოგში შეიძლება მონაწილეობდეს ორი ან მეტი, ე.ი. რამდენიმე პირი.
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ
დიალოგი