A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
შე შო
შემ შერ

შერწყმული წინადადება

 
წინადადებაში ხშირად არის რამდენიმე ერთგვარი წევრი.

ერთგვარია წევრები, რომლებიც ერთსა და იმავე წევრს უკავშირდებიან და ერთსა და იმავე კითხვაზე მიუგებენ.

მაგალითად: ტყე ხმაურობდა, დუდუნებდა, შრიალებდა, ფუსფუსებდა.

ამ წინადადებაში ერთ ქვემდებარესთან დაკავშირებულია ოთხი შემასმენელი. მათი საერთო კითხვაა: რას შვრებოდა? მაშასადამე, ხმაურობდა, დუდუნებდა, შრიალებდა, ფუსფუსებდა ერთგვარი შემასმენლებია.

ბრწყინავს ფირუზი, მარგალიტი, ლალი, ალმასი.

აქ ერთ შემასმენელთან ოთხი ქვემდებარეა. მათი კითხვაა: რა ბრწყინავს? ფირუზი, მარგალიტი, ლალი და ალმასი ერთგვარი ქვემდებარეებია.

ერთგვარი შეიძლება იყოს სხვა წევრებიც.

მაგალითად: ხეხილი წითლად, ყვითლად, თეთრად ყვაოდა.

ამ წინადადებაში შემასმენელს სამი ერთგვარი არამთავარი წევრი ახლავს: წითლად, ყვითლად, თეთრად.

მაშასადამე, ზემოთ განხილული სამივე წინადადება შერწყმულია.
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ შერწყმული წინადადება
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9