წინადადება, რომელიც ერთი ან რამდენიმე არაერთგვარი წევრისაგან შედგება.
- დაღამდა.
- ტყე ხმაურობდა.
- გრილი ნიავი ჰქროდა.
- დუდუნით მიდის პატარა მდინარე.
- პირველ წინადადებაში ერთი წევრია (შემასმენელი), მერეში - ორი (ქვემდებარე და შემასმენელი), მესამეში სამი, მეოთხეში - ოთხი.
- მარტივ წინადადებაში შეიძლება იყოს შვიდზე მეტი წევრიც. მაშასადამე, მარტივი წინადადება ერთწევრიანია ან მრავალწევრიანი.