A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
მა მე მი მძ
მძი

მძიმე კავშირიან რთულ წინადადებაში

 
კავშირიან რთულ წინადადებაში შემავალი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ მათ არ აერთებს ა კავშირი.

წინა ფანჯრიდან მოჩანდა, თუ როგორ უხვად ცვიოდა თოვლის ფანტელები.
ზამთრის პირი მოახლოვდა, მაგრამ მაინც თბილი დღეები იდგა.

მძიმე იწერება სხვა კავშირების წინაც, როცა ისინი იწყებენ მომდევნო წინადადებას.

ისე ცხელა, რომ მზეზე კვერცხი მოიხარშება.
კარგა შეღამებული იყო, როცა იმავე ნავით კუნძულიდან უკან გამოვცურეთ.

რომ (აგრეთვე სხვა) კავშირის წინ მძიმე არ იწერება, თუ ის არ იწყებს მომდევნო წინადადებას.

მზე ახალი ჩასული იყო, რომ შევედით სოფელში.
ალექსიმ რომ ჩაიძინა, მამლებმა მეორედ იყივლეს.

თუ ერთი მარტივი წინადადება მეორე მარტივ წინადადებაშია მოქცეული, მაშინ ის ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა.

ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე აბნელებდა იქაურობას.
ბაღს, სადაც ჩვენი ვარდი იდგა, ნელ-ნელა ჩრდილი მოეფინა.
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ მძიმე კავშირიან რთულ წინადადებაში
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9