A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
ქვ
ქვე

ქვემდებარე და შემასმენელი

ქვემდებარე და შემასმენელი წინადადების მთავარი წევრებია.

 
ქვემდებარე გამოხატავს მოქმედ საგანს, შემასმენელი - საგნის მოქმედებას (ან მდგომარეობას).

ზმნა წინადადებაში შემასმენელია, ქვემდებარე კი სახელით გადმოიცემა. ქვემდებარის ბრუნვებია სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი.

მაგ.: არწივი ნელ-ნელა დაბლა იწევდა.
ფრინველებმა არწივს საერთო სალამი მისცეს.
თოვლს დაეფარა თეთრად მინდორი.

შემასმენელი ზოგჯერ აღნიშნავს, როგორია, ვინ არის ან რა არის ქვემდებარით გამოხატული საგანი.

მაგ.: შაქარი ტკბილია, ია ყვავილია...

მხოლობითში დასმულ ქვემდებარეს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა.

მაგ.: ბავშვმა მდინარეში პატარა თევზი დაიჭირა.

როცა ქვემდებარეს ამხსნელად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვა, ქვემდებარეც მხოლობითში დაისმის და მისი შემასმენელიც.

მაგ.: ორი ბიჭი ყანიდან გამოდიოდა.
ყველა ფრინველი ხეზე ზის.

როცა ქვემდებარე სულიერი საგნის სახელით არის გადმოცემული და მრავლობით რიცხვში დგას, ჩვეულებრივ შემასმენელიც მრავლობით რიცხვშია.

მაგ.: ქალები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ხილის საკრეფად.

როცა ქვემდებარე უსულო საგნით არის გამოხატული და მრავლობითშია, შემასმენელი ჩვეულებრივ მხოლობით რიცხვში დგას.

მაგ.: ცას შავი ღრუბლები გადაეკრა.

თუ მრავლობითში დასმული ქვემდებარე ისეთ საგანს გამოხატავს, რომელსაც სულიერივით მოქმედება მიეწერება, შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში იხმარება.

მაგ.: უზარმაზარი ხეები საცოდავად შესტირიან მოღუშულ ცას.
იხ. აგრეთვე: გრამატიკა
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ქვემდებარე და შემასმენელი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9