პა პე პი პლ პო პრ პუ
პეი პერ

პერედვიჟნიკები

ასე უწოდებენ მხატვრებს, რომლებიც შედიოდნენ 1870 წელს ი. კრამსკოის, გ. მიასოედოვის, ნ. გესა და ვ. პეროვის ინიციატივით შექმნილ რისეთის დემოკრატ მხატვართა გაერთიანებაში „მოძრავ სამხატვრო გამოფენათა ამხანაგობა“. მათ მიერ ორგანიზებულმა მოძრავმა სამხატვრო გამოფენებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. ამხანაგობის არსებობის 53 წლის განმავლობაში 48 ჯერ მოეწყო გამოფენა. ახალგაზრდა მხატვრებს დიდ დახმარებას უწევდა პ. ტრეტიაკოვი, რომელმაც დააარსა რუსეთის ეროვნული ხელოვნების პირველი მუზეუმი. თავისი გალერეისათვის მან შეიძინა „პერედვიჟნიკებისა“ და ამ პერიოდის რეალისტი მხატვრების შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები. „პერედვიჟნიკების“ შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა ჟანრულ ფერწერას, მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე სოციალურ-ყოფითი პორტრეტი და ისტორიული თემატიკა. ი. რეპინი, ვ. მაკოვსკი და სხვები თავიანთ ნამუშევრებში გამოხატავდნენ მხურვალე სიყვარულსა და რწმენას მშობლიური ხალხისადმი. რუსი მწერლების დარად ქმნიდნენ ეპოპეას რუს ხალხზე, რუსულ სინამდვილეზე. განსაკუთრებით ახლობელი იყო „პერედვიჟნიკებისათვის“ მშობლიური პეიზაჟი. ბევრი მათგანი პეიზაჟისტი გახდა. რუსეთის ბუნება მთელი სისრულით აისახა ა. სავრასოვის, ვ. პოლენოვის, ი. შიშკინის, ი. ლევიტანის შემოქმედებაში.


ალექსეი სავრასოვი. შარაგზა


ალექსეი სავრასოვი. ჭილყვავები მოფრინდნენ
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9