1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სდ სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სადამდისცა

სანამ, ვიდრემდე
 
17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა

412

(ა) „მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
(ბ) ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა,
(გ) ეწერა: „გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,
(დ) მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით-ვებულსა“.

413

(ა) „ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარე!
(ბ) შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
(გ) სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
(დ) სიცილით მითხრა: „წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო“.

414

(ა) „შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;
(ბ) გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,
(გ) ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,
(დ) საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

415

(ა) „შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,
(ბ) გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.
(გ) მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
(დ) ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

416

(ა) „უბრძანა, თუ: „მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!
(ბ) მან ბალიში დამართებით დასდვა მას მზედ საქებარსა.
(გ) დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;
(დ) მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

417

(ა) „მიბრძანა: „ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,
(ბ) მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:
(გ) გაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,
(დ) მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

418

(ა) „თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
(ბ) მაგრა მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
(გ) მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
(დ) ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

419

(ა) „ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,
(ბ) აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა!
(გ) ამას შესჯერდი დიდითა ზენაარით და ფიცითა,
(დ) გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

420

(ა) „წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;
(ბ) ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!
(გ) მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
(დ) გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!“

421

(ა) „მოვახსენე: „არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,
(ბ) მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,
(გ) შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად,
(დ) აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

422

(ა) „აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს-ა;
(ბ) მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;
(გ) შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა მჭვირსა,
(დ) შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა“.

423

(ა) „ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა,
(ბ) მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:
(გ) „უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა,
(დ) ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა!

424

(ა) „დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით,
(ბ) ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,
(გ) მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.
(დ) მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

425

(ა) „მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბალახშ-მინისა.
(ბ) მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;
(გ) ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,
(დ) აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი მეთექვსმეტე თავი მეთვრამეტე

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9