წამოდით ისე, რომ მთა და გორა მოგქონდეთ, რაც შეგიძლიათ ჩქარა!
- 18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
- 426
- (ა) „დილასა შევჯე, ვუბრძანე: „ჰკარით ბუკსა და ნობასა!“
- (ბ) სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა,
- (გ) ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
- (დ) უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 427
- (ა) „დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;
- (ბ) რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთს ხანია,
- (გ) მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
- (დ) „ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია“.
- 428
- (ა) „მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,
- (ბ) გითხრობს, გკადრებს: „ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი!
- (გ) ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
- (დ) მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.
- 429
- (ა) „რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;
- (ბ) თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია;
- (გ) ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია;
- (დ) შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია“.
- 430
- (ა) „გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბენთ, გავიზრახენით;
- (ბ) მითხრეს, თუ: „ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ, გლახ, ენით:
- (გ) არიან მეტად მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -
- (დ) არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!
- 431
- (ა) „ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
- (ბ) ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
- (გ) გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა,
- (დ) არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 432
- (ა) „მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;
- (ბ) შევსთვალე: „რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;
- (გ) სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები;
- (დ) ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენკერძ ვირები“.
- 433
- (ა) „მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი,
- (ბ) თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,
- (გ) დავჰვედრე: „სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,
- (დ) ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 434
- (ა) „სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
- (ბ) კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,
- (გ) ებრძანა: „მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,
- (დ) რა შეგეყარო, მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 435
- (ა) „კვლაცა ეთქვა: „მართალია აზომ ჩემი მონახსენი,
- (ბ) მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი“.
- (გ) მოვახსენე: „დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი,
- (დ) ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი!“.
- 436
- (ა) „მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
- (ბ) კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;
- (გ) წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
- (დ) „შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 437
- (ა) „მითხრეს: „მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,
- (ბ) სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები“.
- (გ) მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,
- (დ) მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 438
- (ა) „კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
- (ბ) ერთი კაცი უკ-მო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:
- (გ) „დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,
- (დ) გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების!
- 439
- (ა) „მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
- (ბ) თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;
- (გ) მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,
- (დ) ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი.
- 440
- (ა) „რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
- (ბ) ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
- (გ) კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,
- (დ) აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.
- 441
- (ა) „მეფე ცოტათა გეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
- (ბ) მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;
- (გ) კვამლსა შეიქმან, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
- (დ) და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 442
- (ა) „მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:
- (ბ) „რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია!
- (გ) აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია,
- (დ) თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 443
- (ა) „არვის გავანდევ სულ-დგმულსა, დავმალე, ვითა ჭორია.
- (ბ) რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!
- (გ) მაგრა სპათაკე გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია,
- (დ) შევსთვალე: „ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია!“.
- 444
- (ა) „მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე:
- (ბ) „რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე“.
- (გ) ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.
- (დ) განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 445
- (ა) „ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;
- (ბ) ვთქვი, თუ: „მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
- (გ) ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე“.
- (დ) მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.
- 446
- (ა) ვთქვი, თუ: „ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,
- (ბ) მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან!
- (გ) ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.
- (დ) აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 447
- (ა) „ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
- (ბ) დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა, ჯავშან-ქაფითა;
- (გ) რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,
- (დ) მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.
- 448
- (ა) მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;
- (ბ) კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;
- (გ) ეთქვა, თუ: „ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,
- (დ) აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა“.
- 449
- (ა) „შევსთვალე, თუ: „მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;
- (ბ) თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!
- (გ) ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია,
- (დ) მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია“.
- 450
- (ა) „რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
- (ბ) კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს;
- (გ) სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,
- (დ) შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.
- 451
- (ა) „შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
- (ბ) საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
- (გ) ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.
- (დ) მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.
- 452
- (ა) „ახლოს მივე, შემომხედნეს, „შმაგიაო“, ესე თქვესა.
- (ბ) მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
- (გ) კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
- (დ) შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
- 453
- (ა) „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
- (ბ) კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
- (გ) კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
- (დ) ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.
- 454
- (ა) ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
- (ბ) ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი;
- (გ) ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
- (დ) სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.
- 455
- (ა) „საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
- (ბ) „ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან,
- (გ) მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,
- (დ) ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან“.
- 456
- (ა) ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,
- (ბ) რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა;
- (გ) ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა;
- (დ) გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.
- 457
- (ა) „იგი ნახეს, გასაქცევად გაემართნეს, შევჰყივლენით;
- (ბ) ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.
- (გ) რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,
- (დ) მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 458
- (ა) „უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,
- (ბ) დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;
- (გ) ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,
- (დ) ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 459
- (ა) „მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
- (ბ) ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად;
- (გ) ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,
- (დ) ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 460
- (ა) „ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;
- (ბ) ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
- (გ) რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,
- (დ) ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს, მეტად გაუკვირდეს.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 461
- (ა) „გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,
- (ბ) ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე,
- (გ) სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე,
- (დ) არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.
- 462
- (ა) „რამაზს ვარქვი: „შემიგნია საქმე შენი სამუხთალე,
- (ბ) აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,
- (გ) სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,
- (დ) თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 463
- (ა) „რამაზ მითხრა: „აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე,
- (ბ) ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,
- (გ) ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,
- (დ) ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!“
- 464
- (ა) „მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ,
- (ბ) ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,
- (გ) ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,
- (დ) საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!
- 465
- (ა) „მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
- (ბ) კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
- (გ) ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: „იყვენით თქვენ უკრძალავად,
- (დ) მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად“.
- 466
- (ა) „საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.
- (ბ) უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;
- (გ) ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,
- (დ) თუმცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!
- 467
- (ა) „ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად!
- (ბ) ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
- (გ) არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არც ორხაულად;
- (დ) სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.
- 468
- (ა) „იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა;
- (ბ) მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
- (გ) ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -
- (დ) დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა“.
- თავი მეჩვიდმეტე თავი მეცხრამეტე