გეცნობოდეს, როგორც შენი მოცემული
- 20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
- 496
- (ა) „მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:
- (ბ) „თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია“.
- (გ) მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარა-ჩქარად გულ-გამკრთალია;
- (დ) მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია.
- 497
- (ა) „მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
- (ბ) აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
- (გ) ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,
- (დ) ვჰკითხე, თუ: „ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 498
- (ა) „მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!“
- (ბ) მითხრა, თუ: „გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია,
- (გ) დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,
- (დ) აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია“.
- 499
- (ა) „წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა.
- (ბ) ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
- (გ) ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა,
- (დ) არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 500
- (ა) „ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
- (ბ) შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა,
- (გ) მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა,
- (დ) შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 501
- (ა) თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,
- (ბ) ამას იქით ნუღარა სტირ, გულსა ჭირნი არიდენო,
- (გ) შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;
- (დ) რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 502
- (ა) „იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,
- (ბ) რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულადვე გჩენოდეს.
- (გ) ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
- (დ) ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს.“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი მეცხრამეტე თავი ოცდამეერთე