1 2 3 4 5 6 7 8 9

და დგ დე დი დნ დო დრ დუ დღ
და და და- დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დად საესავისა

დად მისაჩნევის, დასავით საყვარელის
 
21. ტარიელის ტირილი და დაბნედა

503

(ა) აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასაბის;
(ბ) თქვა: „მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!
(გ) იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
(დ) პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

504

(ა) ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
(ბ) ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა,
(გ) ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
(დ) კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

505

(ა) ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა,
(ბ) ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
(გ) მერმე სულად მოაქცივა, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა,
(დ) თქვა: „ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!

506

(ა) ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად,
(ბ) ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
(გ) დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
(დ) დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

507

(ა) ავთანდილს უთხრა: „ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
(ბ) გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
(გ) ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა.
(დ) მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

508

(ა) „ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
(ბ) წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
(გ) მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
(დ) იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა“.

თავი მეოცე თავი ოცდამეორე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9