1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სდ სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ
სულ სურ სუფ

სულთა სრულად არ გამყარე

სულ არ მომკალი
 
22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

509

(ა) „მივუწერე: „მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
(ბ) გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
(გ) ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი.
(დ) სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!

510

(ა) „მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
(ბ) აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
(გ) სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
(დ) რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

511

(ა) „განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე,
(ბ) ყაბაჩაცა მას თანავე, ამისებრი ვერა ვპოვე;
(გ) დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე,
(დ) სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!
იხ. ტაეპის განმარტებანი

512

(ა) „ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა,
(ბ) მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა,
(გ) გამეღვიძა, აღარა მყვა, სულდგმულობა მომეწყინა,
(დ) ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა“.

თავი ოცდამეერთე თავი ოცდამესამე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9