დიაღ, გემსახურები; დიაღ, შენი დავალება უნდა შევასრულო!
- 22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი
- 509
- (ა) „მივუწერე: „მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
- (ბ) გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
- (გ) ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი.
- (დ) სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!
- 510
- (ა) „მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
- (ბ) აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
- (გ) სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
- (დ) რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!
- 511
- (ა) „განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე,
- (ბ) ყაბაჩაცა მას თანავე, ამისებრი ვერა ვპოვე;
- (გ) დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე,
- (დ) სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 512
- (ა) „ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა,
- (ბ) მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა,
- (გ) გამეღვიძა, აღარა მყვა, სულდგმულობა მომეწყინა,
- (დ) ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა“.
- თავი ოცდამეერთე თავი ოცდამესამე