ჩვენი მაგივრობა გავაწევინოთ, ჩვენ მსგავსად, ჩვენ შემცვლელად გვყავდეს (მეფე თავის თავზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს)
- 23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
- 513
- (ა) „დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
- (ბ) ავდეგ, ვცნა მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
- (გ) ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,
- (დ) რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 514
- (ა) „გვიბრძანეს, თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
- (ბ) ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
- (გ) ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
- (დ) ყმისა არ-სმა არად გვგავა, ამათ ზედა წაგვითვლია.
- 515
- (ა) „აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ,
- (ბ) რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
- (გ) სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
- (დ) არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 516
- (ა) „ვთქვით: „თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,
- (ბ) მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;
- (გ) ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,
- (დ) სხვამცა რა გკადრეთ? თვით იცით, მაგას რა მოეგვარების“.
- 517
- (ა) „დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
- (ბ) ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისა არ ითქმის, არ-საქმნელია!“
- (გ) მეფემან ბრძანა: „ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
- (დ) თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ რომელია“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 518
- (ა) „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
- (ბ) ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
- (გ) ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,
- (დ) ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 519
- (ა) „დედოფალმან თქვა: „ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,
- (ბ) მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!“
- (გ) შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი!
- (დ) მოწმობა დაჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.
- 520
- (ა) „გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი,
- (ბ) შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი;
- (გ) არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოველი,
- (დ) თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“.
- 521
- (ა) „კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
- (ბ) გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
- (გ) ებრძანა: „მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!
- (დ) თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 522
- (ა) „კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
- (ბ) დაჰვედრეს, თუ: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“.
- (გ) მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,
- (დ) გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად“.
- თავი ოცდამეორე თავი ოცდამეოთხე