1 2 3 4 5 6 7 8 9

ა- აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ ახ აჯ აჰ
არ არ- არ. არა არბ არგ არე არვ არი არმ არნ არო არს არღ არყ არც არ–

არ რომელია

არავინაა
 
23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

513

(ა) „დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
(ბ) ავდეგ, ვცნა მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
(გ) ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,
(დ) რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

514

(ა) „გვიბრძანეს, თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
(ბ) ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
(გ) ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
(დ) ყმისა არ-სმა არად გვგავა, ამათ ზედა წაგვითვლია.

515

(ა) „აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ,
(ბ) რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
(გ) სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
(დ) არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

516

(ა) „ვთქვით: „თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,
(ბ) მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;
(გ) ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,
(დ) სხვამცა რა გკადრეთ? თვით იცით, მაგას რა მოეგვარების“.

517

(ა) „დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
(ბ) ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისა არ ითქმის, არ-საქმნელია!“
(გ) მეფემან ბრძანა: „ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
(დ) თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ რომელია“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

518

(ა) „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
(ბ) ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
(გ) ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,
(დ) ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

519

(ა) „დედოფალმან თქვა: „ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,
(ბ) მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!“
(გ) შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი!
(დ) მოწმობა დაჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

520

(ა) „გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი,
(ბ) შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი;
(გ) არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოველი,
(დ) თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“.

521

(ა) „კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
(ბ) გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
(გ) ებრძანა: „მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!
(დ) თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

522

(ა) „კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
(ბ) დაჰვედრეს, თუ: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“.
(გ) მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,
(დ) გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად“.

თავი ოცდამეორე თავი ოცდამეოთხე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9