1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შვ შთ ში შლ შმ შო შრ შტ შუ
შე შე შე- შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეყ შეშ შეც შეძ შეწ შეჭ შეჯ შეჰ

შეიქმნნეს

შეიქმნა
 
28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

619

(ა) „მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
(ბ) დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
(გ) კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
(დ) აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

620

(ა) „მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
(ბ) ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
(გ) ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
(დ) ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

621

(ა) „კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
(ბ) ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
(გ) სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
(დ) ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

622

(ა) „ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
(ბ) კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიფიცხენია.
(გ) მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია:
(დ) იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია!

623

(ა) „თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
(ბ) ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
(გ) მოიტანნა მხარ-დაკრულნი ერთმან ორნი, არ დაყარნა,
(დ) მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

624

(ა) მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით,
(ბ) ფიცხლადწავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით,
(გ) ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
(დ) მომკალ, თუ ლარი დაჰლიო ან აკიდებით, ან ტენით.

იხ. ტაეპის განმარტებანი


625

(ა) „ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა,
(ბ) თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
(გ) მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
(დ) ჩემი თქვეს, თუ: „ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!“

626

(ა) მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
(ბ) აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
(გ) მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
(დ) გვითხრობდეს: „მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

627

(ა) ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
(ბ) თვით თავსა მათსა — მონად და ჩემსა — ყველასა სეფობით;
(გ) დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდთა მკრეფობით,
(დ) ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით“.

იხ. ტაეპის განმარტებანი


თავი ოცდამეშვიდე თავი ოცდამეცხრე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9