ან საპალნედ აკიდებით, ან ხურჯინებში, ტომრებში ტენით
- 28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
- 619
- (ა) „მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
- (ბ) დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
- (გ) კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
- (დ) აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 620
- (ა) „მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
- (ბ) ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
- (გ) ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
- (დ) ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!
- 621
- (ა) „კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
- (ბ) ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
- (გ) სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
- (დ) ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 622
- (ა) „ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
- (ბ) კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიფიცხენია.
- (გ) მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია:
- (დ) იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია!
- 623
- (ა) „თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
- (ბ) ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
- (გ) მოიტანნა მხარ-დაკრულნი ერთმან ორნი, არ დაყარნა,
- (დ) მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.
- 624
- (ა) მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით,
- (ბ) ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით,
- (გ) ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
- (დ) მომკალ, თუ ლარი დაჰლიო ან აკიდებით, ან ტენით.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 625
- (ა) „ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა,
- (ბ) თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
- (გ) მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
- (დ) ჩემი თქვეს, თუ: „ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!“
- 626
- (ა) მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
- (ბ) აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
- (გ) მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
- (დ) გვითხრობდეს: „მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 627
- (ა) ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
- (ბ) თვით თავსა მათსა — მონად და ჩემსა — ყველასა სეფობით;
- (გ) დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდთა მკრეფობით,
- (დ) ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ოცდამეშვიდე თავი ოცდამეცხრე