არ მიგატოვებ, არ გაგწირავ
- 29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- 628
- (ა) „დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
- (ბ) ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავჰხედით;
- (გ) ფრიდონ მითხრა: „გითხრობ რასმე, — ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, —
- (დ) ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით“.
- 629
- (ა) „მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
- (ბ) „დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა.
- (გ) ზღვათა შიგან იხვსა ჰგავდა, ხმელთა ზედა — შავარდენსა;
- (დ) აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
- 630
- (ა) „ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
- (ბ) ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორს-ა.
- (გ) ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა;
- (დ) ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 631
- (ა) „ვთქვი: „რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია ანუ მხეცი?“
- (ბ) ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი;
- (გ) წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი,
- (დ) მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი!
- 632
- (ა) „ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
- (ბ) ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
- (გ) მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
- (დ) მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი.
- 633
- (ა) „სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
- (ბ) იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
- (გ) დავაპირე შეტევება, ვთქვი: „წავიდე მათკე მე, წა-,
- (დ) ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 634
- (ა) „ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა,
- (ბ) ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
- (გ) ზღვის პირსა მივდეგ, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
- (დ) გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა“.
- 635
- (ა) „ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,
- (ბ) ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,
- (გ) ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე,
- (დ) ვუთხარ: „მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 636
- (ა) „ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოვა,
- (ბ) მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
- (გ) ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,
- (დ) თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.
- 637
- (ა) „ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!“
- (ბ) მოვახსენე: „ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად!
- (გ) იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;
- (დ) აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”.
- 638
- (ა) „ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;
- (ბ) მან მითხრა, თუ: „რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული!
- (გ) შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
- (დ) სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული“.
- 639
- (ა) „კვლაცა მითხრა: „ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
- (ბ) მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
- (გ) იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
- (დ) ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 640
- (ა) „წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა;
- (ბ) ფრიდონს ვუთხარ: „ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა;
- (გ) ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,
- (დ) მაშა, რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 641
- (ა) „არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
- (ბ) ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
- (გ) რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
- (დ) თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოვნელი წამისად“.
- 642
- (ა) „მან მითხრა: „ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
- (ბ) მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;
- (გ) მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
- (დ) ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.
- 643
- (ა) „ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
- (ბ) შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
- (გ) აქა მოგესმას წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა.
- (დ) ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდასლვა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 644
- (ა) „ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
- (ბ) მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
- (გ) მუნამდისცა მოიჭირვე, — გონებამან არ დაგლია.
- (დ) ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 645
- (ა) „კაცნი იხმნამასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ,
- (ბ) უბრძანა, თუ: „ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
- (გ) მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
- (დ) თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ ანუ ურვეთ!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 646
- (ა) „აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს;
- (ბ) უბრძანა: „ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს!“
- (გ) მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს,
- (დ) უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 647
- (ა) „ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,
- (ბ) მითხრა, თუ: „მცთარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონოსა:
- (გ) ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!
- (დ) ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!“
- 648
- (ა) „რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი,
- (ბ) ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშვრობელნი;
- (გ) ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი;
- (დ) მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.
- 649
- (ა) „მე ფრიდონს ვუთხარ: „ესე დღე ვითა მესაზაროების,
- (ბ) ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;
- (გ) უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
- (დ) დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.
- 650
- (ა) „მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,
- (ბ) ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!“
- (გ) ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მო-ვე-რწყო ველი,
- (დ) მითხრა, თუ: „ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!“
- 651
- (ა) „თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;
- (ბ) მისთა სპათა მუხლ-მოყრითა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს,
- (გ) მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:
- (დ) „ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!“
- 652
- (ა) „ეგრე ვუთხარ: „თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,
- (ბ) მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების,
- (გ) ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,
- (დ) ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების!“
- 653
- (ა) „მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ჩემი ესე ცხენი,
- (ბ) მითხრა: „ჰხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი?
- (გ) ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი!
- (დ) თვით ამანვე მოგაწონნეს სახედნობა-სიფიცხენი”.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 654
- (ა) „ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
- (ბ) მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
- (გ) სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
- (დ) გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.
- 655
- (ა) „ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად, კვლა ვიარე,
- (ბ) რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,
- (გ) მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
- (დ) გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.
- 656
- (ა) „ვთქვი, თუ: „ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა,
- (ბ) ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!“
- (გ) მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი თუ რვა:
- (დ) „ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.
- 657
- (ა) „აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
- (ბ) ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!“
- (გ) რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,
- (დ) მითხრეს: „ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
- 658
- (ა) „უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
- (ბ) ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
- (გ) თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!“
- (დ) თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 659
- (ა) ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,
- (ბ) მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
- (გ) სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
- (დ) გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.
- 660
- (ა) „ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
- (ბ) შემომებნეს, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
- (გ) მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
- (დ) საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს!
- 661
- (ა) „აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები,
- (ბ) ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
- (გ) ესე ქალი არ დამაგდებს, — არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, —
- (დ) ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
- 662
- (ა) „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
- (ბ) ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
- (გ) ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
- (დ) რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს!
- 663
- (ა) მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
- (ბ) მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
- (გ) მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;
- (დ) სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.
- 664
- (ა) პირსა იცა, გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აიხეწა,
- (ბ) ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა;
- (გ) ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა-;
- (დ) მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.
- 665
- (ა) ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:
- (ბ) „შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;
- (გ) გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან;
- (დ) აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან!“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 666
- (ა) ავთანდილ უთხრა: „მე შენი გაყრა არ მომეთმინების,
- (ბ) თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
- (გ) მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
- (დ) შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების!
- 667
- (ა) „რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
- (ბ) მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი;
- (გ) მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
- (დ) სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
- 668
- (ა) „რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
- (ბ) ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
- (გ) კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
- (დ) აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
- 669
- (ა) იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
- (ბ) მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
- (გ) შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
- (დ) ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 670
- (ა) „რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,
- (ბ) მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო,
- (გ) კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
- (დ) ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 671
- (ა) მან მიუგო: „უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
- (ბ) გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
- (გ) რაგვარამცა დაგივიწყე! რაგვარამცა უკუმქარდი!
- (დ) ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.
- 672
- (ა) „პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
- (ბ) გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს, არცა ითხოს;
- (გ) თუ გეტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
- (დ) შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 673
- (ა) ამაზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი,
- (ბ) იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;
- (გ) შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
- (დ) მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 674
- (ა) ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
- (ბ) რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;
- (გ) ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა;
- (დ) ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.
- 675
- (ა) ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
- (ბ) მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
- (გ) ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;
- (დ) მან უთხრა: „დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!
- 676
- (ა) „ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
- (ბ) ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;
- (გ) აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
- (დ) შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ოცდამერვე თავი ოცდამეათე