1 2 3 4 5 6 7 8 9

ვა ვბ ვდ ვე ვზ ვთ ვი ვლ ვმ ვნ ვპ ვს ვტ ვუ ვქ ვყ ვშ ვჩ ვც ვძ ვწ ვჭ ვხ ვჯ ვჰ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვით ვიკ ვილ ვიმ ვინ ვირ ვის ვიტ ვიუ ვიქ ვიყ ვიშ ვიც ვიწ ვიხ

ვინა

შემოკლებული ფორმა სიტყვისა „ვინაით” — საიდან
 
32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

782

(ა) შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი:
(ბ) „ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი,
(გ) შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი“.
(დ) მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

783

(ა) იტყვის: „როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;
(ბ) მან არ იცის, რათა, ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა;
(გ) უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარნუცა გარე, ნუცა შინა!
(დ) რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

784

(ა) „თუცა მისი არ-გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს,
(ბ) გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს,
(გ) კაცსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.
(დ) ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს!

785

(ა) „სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
(ბ) პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
(გ) მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
(დ) გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

786

(ა) „რადღა ვაგრძელებ სიტყვასა? ჟამია შემოკლებისა!
(ბ) აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.
(გ) რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
(დ) შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა!

იხ. ტაეპის განმარტებანი

787

(ა) „აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე,
(ბ) სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე,
(გ) სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე,
(დ) სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე!

788

(ა) „მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების,
(ბ) ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!
(გ) შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;
(დ) პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების“.

789

(ა) ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსცა თვალთა სდინდი;
(ბ) მოახსენა: „მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი!
(გ) მაგრა რა ვქნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
(დ) წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი!

790

(ა) „ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?!
(ბ) ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?!
(გ) დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?“
(დ) ყმამან უთხრა: „ვერ წაგიტან, რაზომსამცა ცრემლსა ჰღვრიდი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

791

(ა) „შენგან ჩემი სიყვარული ვითმცა არა დამეჯერა?
(ბ) მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა!
(გ) ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?!
(დ) გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერათ ვერა!


792

(ა) თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
(ბ) არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
(გ) გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!
(დ) ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!

იხ. ტაეპის განმარტებანი

793

(ა) „რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს!
(ბ) არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს!
(გ) ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
(დ) მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს!

იხ. ტაეპის განმარტებანი

794

(ა) „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად,
(ბ) ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
(გ) ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად!
(დ) მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა, ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?

იხ. ტაეპის განმარტებანი

795

(ა) „აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;
(ბ) შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
(გ) მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან ნუ იქმ ქმნილსა,
(დ) ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა!“


თავი ოცდამეთერთმეტე თავი ოცდამეცამეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9