წარმმართველო, ბატონო, განმგებელო
- 34. ლოცვა ავთანდილისა
- 819
- (ა) „ილოცავს, იტყვის: მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო,
- (ბ) ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
- (გ) უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
- (დ) მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 820
- (ა) „ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა!
- (ბ) შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა;
- (გ) მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა;
- (დ) ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!
- 821
- (ა) „ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,
- (ბ) შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:
- (გ) მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე!
- (დ) თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვრეპლსა შევწირვიდე“.
- 822
- (ა) რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,
- (ბ) შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
- (გ) მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა;
- (დ) პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!
- თავი ოცდამეცამეტე თავი ოცდამეთხუთმეტე