1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მი მი მი- მია მიბ მიგ მიდ მიე მივ მიზ მით მიი მიკ მიმ მინ მის მიტ მიუ მიქ მიღ მიყ მიშ მიჩ მიც მიწ მიჭ მიხ მიჯ მიჰ

მისგან ჩემთვის დანათესსა

  1. თინათინისგან ჩემ გულში დათესილს
  2. თინათინისგან თავის გულში დათესილს (ჩემდამი)
     
    34. ლოცვა ავთანდილისა

    819

    (ა) „ილოცავს, იტყვის: მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო,
    (ბ) ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
    (გ) უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
    (დ) მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო!

    იხ. ტაეპის განმარტებანი

    820

    (ა) „ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა!
    (ბ) შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა;
    (გ) მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა;
    (დ) ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

    821

    (ა) „ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,
    (ბ) შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:
    (გ) მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე!
    (დ) თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვრეპლსა შევწირვიდე“.

    822

    (ა) რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,
    (ბ) შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
    (გ) მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა;
    (დ) პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

    თავი ოცდამეცამეტე თავი ოცდამეთხუთმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9