1 2 3 4 5 6 7 8 9

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეყ ეშ ეც ეძ ეჭ ეხ ეჯ
ესა ესდ ესე ესვ ესმ ესო ესწ ესხ

ესეგვარი

ასეთია, სეთი რამ
 
45. წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო

1093

(ა) დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
(ბ) მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
(გ) მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი,
(დ) უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:

1094

(ა) „ჰე, მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
(ბ) მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,
(გ) ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
(დ) მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1095

(ა) „შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
(ბ) ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
(გ) შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან;
(დ) სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1096

(ა) „ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
(ბ) მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა!
(გ) გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
(დ) თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა.

1097

(ა) „მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
(ბ) ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
(გ) მუნამდის გავძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
(დ) სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”

იხ. ტაეპის განმარტებანი

1098

(ა) ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
(ბ) ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი;
(გ) თქვა: „არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი!
(დ) რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!“

1099

(ა) თქვა: „ყვავი ვარდსა რას აქმნევს ანუ რა მისი ფერია!
(ბ) მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
(გ) უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
(დ) რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“

1100

(ა) ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
(ბ) მერმე იტყვის: „ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა;
(გ) რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
(დ) რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!

1101

(ა) ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა,
(ბ) მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
(გ) მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა,
(დ) ნუთუ რა მარგოს, გარდახდა მე მისგან ჩემთა ვცნა ვალთა!

1102

(ა) თქვა: „დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
(ბ) აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
(გ) რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა;
(დ) მიჯობს, მივჰყვე, განღა სამე ვცნობ საქმესა დაფარულსა“.

1103

(ა) კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების,
(ბ) მით, რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
(გ) ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
(დ) კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!“

იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი ორმოცდამეოთხე თავი ორმოცდამეექვსე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9