სიყოჩაღე, ვაჟკაცობა. „რე“ ნაწილაკია, აქ არ ითარგმნება
- 50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
- 1294
- (ა) პირ-მზე სწერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
- (ბ) მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
- (გ) მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
- (დ) აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.
- 1295
- (ა) „შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
- (ბ) აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასე დანამჭირები:
- (გ) ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები;
- (დ) ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!
- 1296
- (ა) „სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:
- (ბ) ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
- (გ) მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
- (დ) რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!
- 1297
- (ა) „ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
- (ბ) იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
- (გ) მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია!
- (დ) უმისოდ ჩემი სიცოცხლე ,ვამე, რა დიდი ბრალია!
- 1298
- (ა) „შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
- (ბ) ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
- (გ) გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,
- (დ) ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1299
- (ა) „მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
- (ბ) მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
- (გ) ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
- (დ) არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!
- 1300
- (ა) „გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია:
- (ბ) მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
- (გ) ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
- (დ) თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია“.
- თავი ორმოცდამეცხრე თავი ორმოცდამეთერთმეტე