1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შვ შთ ში შლ შმ შო შრ შტ შუ
შე შე შე- შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეყ შეშ შეც შეძ შეწ შეჭ შეჯ შეჰ

შემახვეწე

შემავედრე
 
50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

1294

(ა) პირ-მზე სწერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
(ბ) მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
(გ) მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
(დ) აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1295

(ა) „შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
(ბ) აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასე დანამჭირები:
(გ) ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები;
(დ) ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1296

(ა) „სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:
(ბ) ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
(გ) მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
(დ) რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1297

(ა) „ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
(ბ) იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
(გ) მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია!
(დ) უმისოდ ჩემი სიცოცხლე ,ვამე, რა დიდი ბრალია!

1298

(ა) „შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
(ბ) ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
(გ) გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,
(დ) ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1299

(ა) „მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
(ბ) მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
(გ) ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
(დ) არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!

1300

(ა) „გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია:
(ბ) მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
(გ) ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
(დ) თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია“.

თავი ორმოცდამეცხრე თავი ორმოცდამეთერთმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9