1 2 3 4 5 6 7 8 9

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტუ ტყ
ტევ ტენ ტერ

ტერება

პატრონობა, ზრუნვა
 
56. თათბირი ავთანდილისა

1405

(ა) ავთანდილ უთხრა: „ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან,
(ბ) ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან,
(გ) სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
(დ) მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1406

(ა) „რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება,
(ბ) გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
(გ) წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
(დ) ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება.

1407

(ა) „სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
(ბ) ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა;
(გ) სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
(დ) ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.

1408

(ა) „სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
(ბ) მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
(გ) მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
(დ) ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!

იხ. ტაეპის განმარტებანი

1409

(ა) „შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
(ბ) თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
(გ) კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვითკირი სად;
(დ) თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად“.

იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი ორმოცდამეთხუთმეტე თავი ორმოცდამეჩვიდმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9