ბედნიერებითა და ძლევამოსილებით სავსევ
- 52 წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
- 1327
- (ა) დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო, მეფეთ-მეფეო,
- (ბ) ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,
- (გ) მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
- (დ) უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!
- 1328
- (ა) „ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
- (ბ) კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა:
- (გ) მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
- (დ) დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელს დამარხულისა.
- 1329
- (ა) „იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია,
- (ბ) მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია.
- (გ) ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
- (დ) ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.
- 1330
- (ა) „გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,
- (ბ) სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების!
- (გ) რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების,
- (დ) არ თურე კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების!
- 1331
- (ა) „აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,
- (ბ) გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე;
- (გ) ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,
- (დ) ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე!
- 1332
- (ა) „ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია:
- (ბ) ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია!
- (გ) ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?
- (დ) მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია”.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1333
- (ა) ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
- (ბ) მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან;
- (გ) შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა, სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
- (დ) მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1334
- (ა) მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,
- (ბ) გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა,
- (გ) მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მწუხარისა;
- (დ) მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.
- 1335
- (ა) ფატმან, უსამ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,
- (ბ) იტყვიან: „მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
- (გ) რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა!
- (დ) და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა“.
- თავი ორმოცდამთერთმეტე თავი ორმოცდამეცამეტე