შავი წვერ-ულვაშის აღმნიშვნელი მეტაფორაა
- 53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
- 1336
- (ა) გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა;
- (ბ) პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
- (გ) მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა;
- (დ) ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.
- 1337
- (ა) მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
- (ბ) ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
- (გ) ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
- (დ) სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.
- 1338
- (ა) აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;
- (ბ) ვარდთა აკოცა ბაგითა მის ვარდისავე დარითა,
- (გ) უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,
- (დ) მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა“.
- 1339
- (ა) რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.
- (ბ) ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი,
- (გ) უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი,
- (დ) სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.
- 1340
- (ა) ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: „იგი კლდენია,
- (ბ) სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;
- (გ) ღირს ვარცა, ვნახო პირის-პირ, ვუამბო, რაცა მსმენია?
- (დ) არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა? ცუდ ჩემი განავლენია!
- 1341
- (ა) „თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა,
- (ბ) მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა,
- (გ) სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო“, – იგონებდა, იხედვიდა,
- (დ) ესე თქვა და მიუქცივა, მინდორთაკე წამოვიდა.
- 1342
- (ა) მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,
- (ბ) მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სახარულითა.
- (გ) ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:
- (დ) შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.
- 1343
- (ა) ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;
- (ბ) შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა;
- (გ) ყივილი ავთანდილისი ესმოდა, ეოცებოდა,
- (დ) შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.
- 1344
- (ა) ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა.
- (ბ) ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.
- (გ) მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,
- (დ) ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.
- 1345
- (ა) ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:
- (ბ) – სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,
- (გ) ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, –
- (დ) „რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1346
- (ა) ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;
- (ბ) გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;
- (გ) ეტყოდა: „ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,
- (დ) აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდე ჭნებოდა“.
- 1347
- (ა) ტარიელ უთხრა: „ჰე, ძმაო, კმა არს, დღეს რაცა მლხენია,
- (ბ) ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია;
- (გ) სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია:
- (დ) კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა არ საქმე ზენია!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1348
- (ა) რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა,
- (ბ) მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გაძლო, აუჩქარდა,
- (გ) გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთათ ვარდი ვარდა.
- (დ) რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოჰვარდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1349
- (ა) წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან,
- (ბ) პირსა დაიდვა, – დაეცა, – ვარდმან ფერითა მკრთალამან,
- (გ) სულნი გაექცეს, მოდრიკნა თავნი გიშრისა ტალამან.
- (დ) მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1350
- (ა) ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა,
- (ბ) შეჰფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა,
- (გ) ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა;
- (დ) მისთა ნიშატთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1351
- (ა) ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,
- (ბ) ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს გიშრისა ჭერითა;
- (გ) გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა,
- (დ) მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1352
- (ა) პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:
- (ბ) „რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა,
- (გ) წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
- (დ) ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.
- 1353
- (ა) „მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?
- (ბ) თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დაზმით გაგონებულსა!
- (გ) ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა,
- (დ) თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“
- 1354
- (ა) უცნობო-ქმნილი ტარიელ ძევს მსგავსად ნატუსალისად.
- (ბ) ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,
- (გ) მუნ პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,
- (დ) მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1355
- (ა) ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;
- (ბ) ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,
- (გ) თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.
- (დ) ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1356
- (ა) ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
- (ბ) ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,
- (გ) მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, –
- (დ) სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.
- 1357
- (ა) აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
- (ბ) ჭირსა და ლხინსა – ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,
- (გ) მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.
- (დ) იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
- 1358
- (ა) ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,
- (ბ) იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;
- (გ) დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
- (დ) ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.
- 1359
- (ა) იტყვის, თუ: „ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,
- (ბ) აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;
- (გ) ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისად!
- (დ) ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1360
- (ა) „ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,
- (ბ) მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ,
- (გ) ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,
- (დ) უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ“.
- 1361
- (ა) მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.
- (ბ) შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,
- (გ) მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა;
- (დ) ვინ ღირს-ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1362
- (ა) ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:
- (ბ) „მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!
- (გ) ვითა ზე-მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა,
- (დ) დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა.
- 1363
- (ა) „მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი,
- (ბ) ზეგარდმო მისი შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!“
- (გ) შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;
- (დ) აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.
- 1364
- (ა) ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.
- (ბ) შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, –
- (გ) ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, –
- (დ) მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი, პერანგოსანი.
- 1365
- (ა) აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,
- (ბ) აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.
- (გ) ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთრვალისა,
- (დ) არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1366
- (ა) მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:
- (ბ) „ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით!
- (გ) ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,
- (დ) აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1367
- (ა) ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად;
- (ბ) მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,
- (გ) ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად;
- (დ) „რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1368
- (ა) ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,
- (ბ) ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა.
- (გ) უთხრა, თუ: „ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა!
- (დ) მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა“.
- 1369
- (ა) ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,
- (ბ) გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,
- (გ) ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა,
- (დ) იტყვის: „რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა?“
- 1370
- (ა) ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია,
- (ბ) ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
- (გ) მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
- (დ) ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1371
- (ა) ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა,
- (ბ) ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;
- (გ) ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.
- (დ) კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა!
- 1372
- (ა) ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: „გვიყოო, რაცა სჯობდა!
- (ბ) აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა“;
- (გ) ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა.
- (დ) ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.
- 1373
- (ა) ტარიელ ეტყვის ავთანდილს: „ისმინე სიტყვა ასები,
- (ბ) გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები:
- (გ) მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები,
- (დ) მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.
- 1374
- (ა) „მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;
- (ბ) მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რაზომია“.
- (გ) ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,
- (დ) დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.
- 1375
- (ა) პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,
- (ბ) მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა,
- (გ) ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა;
- (დ) ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!
- 1376
- (ა) იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.
- (ბ) პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი,
- (გ) მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
- (დ) შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არ-გახსნილი.
- 1377
- (ა) ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
- (ბ) ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო;
- (გ) თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო!
- (დ) უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო“.
- 1378
- (ა) კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
- (ბ) რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
- (გ) ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი
- (დ) ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს, ვითა ლუსკუმანი.
- 1379
- (ა) თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავისთავ გამოსცდიდიან,
- (ბ) ჯაჭვ-მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
- (გ) ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა, სჭრიდიან,
- (დ) მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1380
- (ა) თქვეს: „ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;
- (ბ) ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“.
- (გ) აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,
- (დ) თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1381
- (ა) ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები,
- (ბ) გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.
- (გ) ავთანდილ თქვა: „ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები,
- (დ) ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ორმოცდამეთორმეტე თავი ორმოცდამეთოთხმეტე