გვაქვს; დიაღაც, გვაქვს; სხვა ადგილას გვაქვს
- 54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
- 1382
- (ა) რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
- (ბ) ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
- (გ) მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
- (დ) ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!
- 1383
- (ა) იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
- (ბ) ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
- (გ) მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: „გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
- (დ) მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მივადგეთა!
- 1384
- (ა) „ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
- (ბ) გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
- (გ) ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად“ –
- (დ) ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად!
- 1385
- (ა) დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა,
- (ბ) მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა,
- (გ) უყივლეს: „ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
- (დ) ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა!“
- 1386
- (ა) მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს,
- (ბ) მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
- (გ) „გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!“
- (დ) ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.
- 1387
- (ა) შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა,
- (ბ) ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
- (გ) იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა,
- (დ) დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.
- 1388
- (ა) რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: „ვნახეო, ვინცა მინა“.
- (ბ) მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
- (გ) ფრიდონს უთხრა: „რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
- (დ) პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“
- 1389
- (ა) ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-სცა, –
- (ბ) იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, – აკოცისცა.
- (გ) ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
- (დ) დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.
- 1390
- (ა) ფრიდონ უთხრა: „რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე,
- (ბ) მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!“
- (გ) ჰგვანდა, თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
- (დ) ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.
- 1391
- (ა) ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
- (ბ) ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა;
- (გ) ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა;
- (დ) მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.
- 1392
- (ა) უთხრეს: „ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
- (ბ) მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია“.
- (გ) მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
- (დ) „ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია“.
- 1393
- (ა) გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
- (ბ) აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
- (გ) დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
- (დ) თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.
- 1394
- (ა) უთხრა, თუ: „ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,
- (ბ) ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა,
- (გ) მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა,
- (დ) თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.
- 1395
- (ა) „დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
- (ბ) სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
- (გ) ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
- (დ) მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგკლავს ალვისა, მო-, ტანი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1396
- (ა) „ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების:
- (ბ) ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერსით მოადგების;
- (გ) თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
- (დ) მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების“.
- 1397
- (ა) იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა,
- (ბ) მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
- (გ) თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
- (დ) ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა!
- 1398
- (ა) ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა,
- (ბ) ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.
- (გ) ფრიდონ თქვა: „ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
- (დ) აქათგან ღამით ვლა გვინდა მით, არას გამჟღავნებულთა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1399
- (ა) ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან:
- (ბ) რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან;
- (გ) მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
- (დ) გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.
- 1400
- (ა) გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
- (ბ) მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
- (გ) თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია:
- (დ) ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია“.
- თავი ორმოცდამეცამეტე თავი ორმოცდამეთხუთმეტე