1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სდ სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ
სია სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიი სიკ სილ სიმ სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიყ სიშ სიჩ სიც სიძ სიხ

სიმცროსა

ბავშვობაში
 
55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1401

(ა) ფრიდონ თქვა: „ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია:
(ბ) ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
(გ) პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
(დ) ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1402

(ა) „ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
(ბ) მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
(გ) ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
(დ) ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1403

(ა) „აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
(ბ) მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
(გ) მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა,
(დ) თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1404

(ა) „აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად, გატანა ფარისა;
(ბ) შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
(გ) ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა!
(დ) თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა“.

თავი ორმოცდამეთოთხმეტე თავი ორმოცდამეთექვსმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9