მუშაითად, ჯამბაზად, თოკზე მოსიარულედ
- 55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
- 1401
- (ა) ფრიდონ თქვა: „ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია:
- (ბ) ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
- (გ) პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
- (დ) ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
- 1402
- (ა) „ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
- (ბ) მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
- (გ) ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
- (დ) ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1403
- (ა) „აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
- (ბ) მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
- (გ) მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა,
- (დ) თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1404
- (ა) „აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად, გატანა ფარისა;
- (ბ) შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
- (გ) ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა!
- (დ) თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა“.
- თავი ორმოცდამეთოთხმეტე თავი ორმოცდამეთექვსმეტე