(თოკზე) გასვლას რომ დაიწყებ
- 56. თათბირი ავთანდილისა
- 1405
- (ა) ავთანდილ უთხრა: „ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან,
- (ბ) ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან,
- (გ) სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
- (დ) მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1406
- (ა) „რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება,
- (ბ) გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
- (გ) წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
- (დ) ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება.
- 1407
- (ა) „სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
- (ბ) ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა;
- (გ) სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
- (დ) ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
- 1408
- (ა) „სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
- (ბ) მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
- (გ) მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
- (დ) ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1409
- (ა) „შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
- (ბ) თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
- (გ) კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვითკირი სად;
- (დ) თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ორმოცდამეთხუთმეტე თავი ორმოცდამეჩვიდმეტე