დაე ასე მყავდე! ასე მეყოლე!
- 61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
- 1557
- (ა) მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
- (ბ) მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;
- (გ) ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია,
- (დ) ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია!
- 1558
- (ა) დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
- (ბ) ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,
- (გ) შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,
- (დ) მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.
- 1559
- (ა) იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
- (ბ) კვლა უცხო-ფერთა ჭურჭელთა ჰსხდის უცხო-უცხო სიქები;
- (გ) მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,
- (დ) მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: „ნუ აეხსნები, იქ ები!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1560
- (ა) მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა,
- (ბ) შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა,
- (გ) მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
- (დ) ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.
- 1561
- (ა) არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი,
- (ბ) მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი,
- (გ) გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი.
- (დ) სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1562
- (ა) ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია,
- (ბ) ტარიელს უთხრა: „შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია!
- (გ) მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;
- (დ) ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1563
- (ა) „აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად“.
- (ბ) სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.
- (გ) ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად.
- (დ) პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.
- 1564
- (ა) არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,
- (ბ) ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ – მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,
- (გ) გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა,
- (დ) ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1565
- (ა) მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
- (ბ) სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
- (გ) რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, –
- (დ) თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1566
- (ა) კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
- (ბ) ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
- (გ) კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
- (დ) ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.
- 1567
- (ა) ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული,
- (ბ) ცხრა ტაიჭი, ძვირფასითა უნაგრითა შეკაზმული.
- (გ) ინდოთ მეფე თაყვანის-სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
- (დ) მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.
- 1568
- (ა) რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.
- (ბ) თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
- (გ) ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
- (დ) მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ, მართ ვითა მზისანი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1569
- (ა) ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად,
- (ბ) ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,
- (გ) შესთვალა: „შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
- (დ) მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1570
- (ა) „უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
- (ბ) ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;
- (გ) წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,
- (დ) ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1571
- (ა) როსტევანს ეთქვა: „მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?
- (ბ) რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
- (გ) ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,
- (დ) თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა!“
- 1572
- (ა) ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.
- (ბ) მან უთხრა: „გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,
- (გ) ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?”
- (დ) ავთანდილ უთხრა: „მაგითა შენგან არ მოვიღორები.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1573
- (ა) „არ, დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
- (ბ) „ცოლი უყვარსო, გამწირა“, იყო ამისად მსახავად;
- (გ) მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?
- (დ) კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!“
- 1574
- (ა) ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა;
- (ბ) უბრძანა: „ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;
- (გ) რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა!“
- (დ) ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.
- 1575
- (ა) შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,
- (ბ) კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.
- (გ) კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.
- (დ) არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.
- 1576
- (ა) ერმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,
- (ბ) ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი.
- (გ) მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გადაჭდობილნი,
- (დ) ტიროდეს: მათთა მჭვრეტელთა გულნიმცა ესხნეს წრთობილნი.
- 1577
- (ა) მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,
- (ბ) ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა,
- (გ) არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,
- (დ) მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1578
- (ა) მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,
- (ბ) იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,
- (გ) ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.
- (დ) მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1579
- (ა) ნესტან-დარეჯან თქვა: „ნეტამც ყოლა არ შემოგმცნებოდი,
- (ბ) მზისა გამყრელი გაყრითა აწ ესრე არ დავჭნებოდი!
- (გ) ამბავსა სცნობდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,
- (დ) ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის დნებოდი!“
- 1580
- (ა) თინათინ უთხრა: „ჰე, მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
- (ბ) რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!
- (გ) ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
- (დ) აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1581
- (ა) კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;
- (ბ) ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
- (გ) იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.
- (დ) რომე მწადდეს, ვერ დავწერე მე სიტყვანი ნაათალნი!
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1582
- (ა) როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,
- (ბ) ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,
- (გ) ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ, ვითა ქვაბი, ცხელდების;
- (დ) ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.
- 1583
- (ა) ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;
- (ბ) იტყვის, თუ: „თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით!
- (გ) რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
- (დ) შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით“.
- 1584
- (ა) ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
- (ბ) სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
- (გ) „მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე!“
- (დ) უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1585
- (ა) გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა
- (ბ) ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
- (გ) კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
- (დ) მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
- 1586
- (ა) სამ თვე ვლეს, – ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაბადოსა!
- (ბ) მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
- (გ) მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
- (დ) ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
- თავი მესამოცე თავი სამოცდამეორე