1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მო მო მო- მოა მობ მოგ მოდ მოე მოვ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოღ მოყ მოშ მოც მოწ მოჭ მოხ მოჯ მოჰ

მოელოდეს

ელოდნენ
 
63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება

1603

(ა) ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
(ბ) აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.
(გ) ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
(დ) ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1604

(ა) „იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
(ბ) ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფლეთანი“.
(გ) ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
(დ) მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდეს ფერხითა ცვეთანი“.

1605

(ა) დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
(ბ) ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
(გ) ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
(დ) იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1606

(ა) წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;
(ბ) ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
(გ) მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
(დ) აიზიდნეს, „ვისნი ხართო?“ – ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

1607

(ა) მათ მოახსენეს: „მეფეო, ჩვენ – ცუდად დაღორებულნი,
(ბ) რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი“.
(გ) უბრძანა: „წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,
(დ) აცნობეთ თქვენსა პატრონსა: მოვლენ გულითა ქებულნი.

1607

(ა) „უთხარით:„ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
(ბ) იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია;
(გ) ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,
(დ) შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!

1609

(ა) „დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
(ბ) ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
(გ) აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,
(დ) ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

1610

(ა) „აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;
(ბ) შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან:
(გ) პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?
(დ) მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან“.

1611

(ა) დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს,
(ბ) რაზამს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
(გ) „მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
(დ) ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!“

1612

(ა) ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,
(ბ) დროშა არაბთა მეფისა მასთანა შენატყუბია;
(გ) არაბთა იცის ყოველმან, მათი აბჯარი შუბია.
(დ) ფრიდონ – მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია!

1613

(ა) ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;
(ბ) შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი;
(გ) ტარიელ ეტყვის: „ნუ იქმთო“, მისცა სიტყვისა ნანანი,
(დ) მოვიდეს, აჩნდეს უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.

1614

(ა) ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა:
(ბ) „ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა ეგრე დაგარჩინა!“
(გ) ტარიელ დგას დაყმუვნებით, რამაზ წინა მოეფინა.
(დ) ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა?

1615

(ა) ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,
(ბ) მოახსენა: „შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!
(გ) ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-!
(დ) გული, თქვენი სასაკუთრო, ბედმან ასრე დამილეწა.

1616

(ა) „დაიკარგენით, წაჰხედით თქვენ წელნი მეათენია,
(ბ) გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია,
(გ) ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია,
(დ) ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია.

1617

(ა) „ვიაჯი, მომკალ მე ხოლე, ყველაი ჩემი ბრალია;
(ბ) მერმე ხუთასი ვაზირი მყავს, აქათ წაუვალია;
(გ) თავები დასჭერ, ადინე სისხლი მართ ვითა ღვარია,
(დ) სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია!“

1618

(ა) კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მასთანაც არსა,
(ბ) ვით ნინეველნი, ისხმიდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,
(გ) ამით დაეხსნნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა, ნაცარსა.
(დ) წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1619

(ა) ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია;
(ბ) „აღარ დაგხოცო“, – უბრძანა, – ძლეული შიშმან თუ ლია, –
(გ) წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია.
(დ) „ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია“.

1620

(ა) თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
(ბ) ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,
(გ) თავები დაჰსხნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამისმიერეს.
(დ) ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

1621

(ა) მათ ლომთა ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;
(ბ) რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;
(გ) მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია,
(დ) ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

1622

(ა) ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა:
(ბ) „არ დაგხოცსო, შეგიწყალნა“, – ყველაკაი დალოცვიდა;
(გ) ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა:
(დ) „მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა“.

1623

(ა) მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან;
(ბ) შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან.
(გ) ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: „ღალატსა ჰლამიან“, –
(დ) არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1624

(ა) ტარიელ მიდგა, უყივლა: „მე მოველ, მეფე თქვენიო,
(ბ) თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,
(გ) ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,
(დ) გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო“.

1625

(ა) მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
(ბ) სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია;
(გ) ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: „მოგვშორდეს სალმობანია,
(დ) აქამდის რისხვა, მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია“.

1626

(ა) კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
(ბ) ერთობ ფლასითა მოსილნი უჭვრეტდეს მუნ მჭვრეტენია;
(გ) ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღთა ტენია,
(დ) ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1627

(ა) ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია;
(ბ) რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო ცხელია;
(გ) თავსა იცემდის, იზახდის, ტირს მეტად გულ-ფიცხელია,
(დ) გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1628

(ა) დიდებულნი მოეხვივნეს, მიუზრუნეს მათ ცოლ-ქმართა;
(ბ) ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,
(გ) ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,
(დ) მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდა გაცინებით მოღიმართა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1629

(ა) დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
(ბ) უბრძანებდა: „რად ვინ სტირთო!“ – ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად.
(გ) „ღმერთმან რისხვა მოაქცივა წყალობისა გამოსახვად,
(დ) გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად“.

1630

(ა) ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან;
(ბ) იტყვის, თუ: „ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
(გ) დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისა მსმენელმან.
(დ) თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან“.

1631

(ა) ქალმან დედასა შესტირა: „ჰაი, მე რა ვქმნა, დედაო!
(ბ) წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
(გ) მამამან ტახტი დაცალა, არღასადა ზის ზედაო!“
(დ) დედამან ცრემლნი მოსწურნა: „ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო“.

1632

(ა) გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
(ბ) ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
(გ) მას მზესა ეტყვის: „რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით-ხელები?
(დ) ჩვენ ყოვლთა გვმართებსნეტარძი“ ათასი, არ ერთხელები“.

1633

(ა) რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
(ბ) დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
(გ) იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად,
(დ) აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1634

(ა) ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
(ბ) ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არ-მეცნება.
(გ) ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,
(დ) ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება“.

1635

(ა) ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
(ბ) ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითა ათსა:
(გ) „ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
(დ) ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა“.

1636

(ა) უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
(ბ) დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო,
(გ) ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
(დ) იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო!“

თავი სამოცდამეორე თავი სამოცდამეოთხე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9